გიორგი მარგველაშვილი: ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს საზოგადოების წინააღმდეგ კრიმინალის ბრძოლას უწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პოლიტიკურ ძალებში გარკვეული თავქარიანი ელემენტები არიან თავმოყრილი.
“ეს არის ბრძოლა კრიმინალისა საზოგადოების წინააღმდეგ, პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ პოლიტიკურ დემოკრატიულ პროცესზე. გამომდინარე აქედან, მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, იმ შინაარსით, რაც მათთვის არაერთხელ მითქვამს და გამიზიარებია, თუმცა არ ვიცი, რამდენად სერიოზულად იაზრებენ სირთულეს, რომლის წინაშე თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკურ ძალებში, სამწუხაროდ, თავმოყრილი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები, კრიმინალური ელემენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან. ჰგონიათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, იცოდეთ, რომ ეს ადამიანები საშიში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისთვის, პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ბოლოს, ეს ელემენტები მოგაკითხავენ თქვენ, პოლიტიკოსებს და თქვენთან განახორციელებენ ანგარიშსწორებას, პოლიტიკური ძალის შიგნითვე”, – აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები