იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა მამუკა ახვლედიანს “თანამედროვე ყვარყვარე“ უწოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა გოჩა მამულაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს „თანამედროვე ყვარყვარე“ უწოდა.
როგორც მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მამუკა ახვლედიანი პრივილეგიების დაკარგვას ვერ ეგუება.
“როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანის სასამართლო სისტემაში მიღება და მითუმეტეს, დედაქალაქის სასამართლო თავმჯდომარის სტატუსის მინიჭება?! ეს შეცდომა თავის დროზე, ვინც დაუშვა და როგორც დაუშვა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოასწორა, ახლა კი როცა კრიტიკის ობიექტი გახდა, ვითომ დევნილი და მსხვერპლია. ყველაფერს აქვს საზღვარი, ტელევიზიაში მისი გამოჩენა, ტელევიზიების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ ჩანაწერისთვის არც მომისმენია და არც ვაპირებ. შეურაცხყოფად მიმაჩნია, როგორ შეიძლება მის საუბარს ყური დაუგდო“, – განაცხადა გოჩა მამულაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთმა წევრმა მერაბ გაბინაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სხდომის მიზეზი გვარამია-ახვლედიანის ფარული ჩანაწერი გახდა. მისივე თქმით, ახვლედიანმა დაარღვია სამოსამართლეო ეთიკა და მოსამართლეთა კომუნიკაციის წესი, რომლის დარღვევაც, მისივე თქმით, ძალიან მძიმე ფაქტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები