ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთმა წევრმა მერაბ გაბინაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სხდომის მიზეზი გვარამია-ახვლედიანის ფარული ჩანაწერი გახდა.
მისივე თქმით, ახვლედიანმა დაარღვია სამოსამართლეო ეთიკა და მოსამართლეთა კომუნიკაციის წესი, რომლის დარღვევაც, მისივე თქმით, ძალიან მძიმე ფაქტია.
ამასთან, როგორც გაბინაშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ჩანაწერით დასტურდება, რომ ახვვლედიანი თავისივე ინიციატივით ხვდება საქმეში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს და პიროვნებას, რომელიც არის საქმის არა მარტო მხარე ტელევიზიის დირექტორი, არამედ, სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და თავად იღებს მონაწილეობას პროცესებში.
“ფაქტი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ ძალიან მძიმე და პრეცედენტულია. სხვა მოსამართლეებისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე. დღევანდელი სხდომის ჩატარების ინიციატორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი იყო”, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები