არასრულწოვნების ინტერესის გაუთვალისწინებლობის გამო ევროპის სასამართლომ საქართველოს 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, კომპენსაციის სახით, 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება, ნარკოტიკებისთვის დაკავებულ მამას და სამ არასრულწლოვანს, რომელთაც დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, არასრულწლოვნებზე მეურვეობის მოსაპოვებლად, სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა, თუმცა ქართულმა მართლმსაჯულებამ ბავშვების ინტერესების გათვალისიწნება ვერ შეძლო, რის გამოც, მათ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები განუვითრდათ, სწორედ ამიტომ დააკისრა 10 ათასი ევროს გადახდა კომპენსაციის სახით საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ.
სტატიის ტანახმად, ბავშვების მშობლები 2000 წელს დაოჯახდნენ. 2006 წელს მამას ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაზე პატიმრობა მიესაჯა, 2008 წელს კი მას ფსიქიატრიული და ქცევითი მოშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. იმავე წელს მეტადონის პროგრამაში ჩაერთო, თუმცა 2009 წელს კვლავ ნარკოტიკების უკანონო მოხმარების ფაქტზე დააჯარიმეს.
2009 წლის ნოემბერს ბიჭების დედა გარდაიცვალა. სწორედ აქედან იწყება სამართლებრიოვი დავა 9 წლის ბიჭისა და 6 წლის ტყუპ ძმებზე მეურვეობის მოსაპოვებლად.
დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვები დეიდასთან და ბებიასთან გადავიდნენ, თუმცა მამამა მათი დაბრუნება მოითხოვა, რადაგანც იგი არარ წარმოადგენდა საფრტეს საკუტარი თავის ან მის გარშემო მყოფი პირებისთვის. შესაბამისად, 2010 წლის 5 იანვარს მამამ შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმემ სამივე ინსტანცია გაიარა. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ, წარსულში ფსიქიკური პრობლემების მქონე მამას დარჩა.
სწორედ დეიდამ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. იგი აპროტესტებდა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ბაშვების ინტერესების გათვალისწინებით არ იმსჯელა, ამასთან მომჩივანი დეიდა სარჩელში მიუთითებდა სოცმუშაკების დასკვნაზე, სადაც წერია შემდეგი:
„ბავშვი აშკარად ნერვიულობდა. სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფებოდა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა მასზე და ისი ისტერიულად იმეორებდა, რომ არ უნდოდა მამასთან ცხოვრება, რომ „მისმა მამამ მოკლა დედა და იგი იყო ურჩხული“, რომ მისი მამის გამოჩენამ მოუტანა პრობლემები და მას საკუთარ მეგობრებთან ცხვენოდა ტავისი მამის გამო. ამჯამად ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ არ ჰყავთ დედა და იზრდებიან ისეთ გარემოში, რომელიც მათ მიმართ მტრულად ვარის განწყობილი“,-წერია სოცმუშაკის დასკვნაში, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მანამდე უფროსი ბიჭი კიდევ ერთხელ წაიყვანეს ბავშვთა კლინიკაში ფსიქოლოგიური შემოწმების მიზნით,, სადაც შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რეკომენდებული იქნა ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიის კურსის გავლა და სტაბილურ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.
საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რეალობა დეიდის ოჯახის სასარგებლოდ შემოატრიალა და წინა პლანზე წამოსწია არა მამის, არამედ ტავად არასრულწლოვანთა ინტერესები.
„სასამართლოს აზრით, არაჯეროვნად წარმომადგენლობამ, ბიჭების შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მოსმენაში წარუმატებლობამ შეარყია არსებულ საქმეძში გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა, რაც კიდევ უფრო გამზაფრდა ბიჭების საუკეთესო ინტერესების არაადეკვატური და ცალმხრივი შეფასებით, სადაც მათიემოციური მდგომარეობა, უბრალოდ, იგნორირებული იქნა. სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლში განსაზღვრული ბიჭების უფლების-პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის დარღვევას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიჭებმა სტრესი და შფოთვა, რაც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომლებიც წარმართავდნენ მათ საქმეს. აქედან გამომდინარე სასამართლო მორალური ზიანის ანაზრაურებაზე მათთვის ერთობლივად განსაზღვრავს 10 ათას ევროს, ტანხა გადახდილი უნდა იქნეს ბავშვების დეიდისთვის და ეს ტანხა მან ბავშვებისთვის უნდა გამოიყენოს“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილებაში.არასრულწოვნების ინტერესის გაუთვალისწინებლობის გამო ევროპის სასამართლომ საქართველოს 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, კომპენსაციის სახით, 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება, ნარკოტიკებისთვის დაკავებულ მამას და სამ არასრულწლოვანს, რომელთაც დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, არასრულწლოვნებზე მეურვეობის მოსაპოვებლად, სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა, თუმცა ქართულმა მართლმსაჯულებამ ბავშვების ინტერესების გათვალისიწნება ვერ შეძლო, რის გამოც, მათ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები განუვითრდათ, სწორედ ამიტომ დააკისრა 10 ათასი ევროს გადახდა კომპენსაციის სახით საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ.
სტატიის ტანახმად, ბავშვების მშობლები 2000 წელს დაოჯახდნენ. 2006 წელს მამას ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაზე პატიმრობა მიესაჯა, 2008 წელს კი მას ფსიქიატრიული და ქცევითი მოშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. იმავე წელს მეტადონის პროგრამაში ჩაერთო, თუმცა 2009 წელს კვლავ ნარკოტიკების უკანონო მოხმარების ფაქტზე დააჯარიმეს.
2009 წლის ნოემბერს ბიჭების დედა გარდაიცვალა. სწორედ აქედან იწყება სამართლებრიოვი დავა 9 წლის ბიჭისა და 6 წლის ტყუპ ძმებზე მეურვეობის მოსაპოვებლად.
დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვები დეიდასთან და ბებიასთან გადავიდნენ, თუმცა მამამა მათი დაბრუნება მოითხოვა, რადაგანც იგი არარ წარმოადგენდა საფრტეს საკუტარი თავის ან მის გარშემო მყოფი პირებისთვის. შესაბამისად, 2010 წლის 5 იანვარს მამამ შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმემ სამივე ინსტანცია გაიარა. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ, წარსულში ფსიქიკური პრობლემების მქონე მამას დარჩა.
სწორედ დეიდამ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. იგი აპროტესტებდა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ბაშვების ინტერესების გათვალისწინებით არ იმსჯელა, ამასთან მომჩივანი დეიდა სარჩელში მიუთითებდა სოცმუშაკების დასკვნაზე, სადაც წერია შემდეგი:
„ბავშვი აშკარად ნერვიულობდა. სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფებოდა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა მასზე და ისი ისტერიულად იმეორებდა, რომ არ უნდოდა მამასთან ცხოვრება, რომ „მისმა მამამ მოკლა დედა და იგი იყო ურჩხული“, რომ მისი მამის გამოჩენამ მოუტანა პრობლემები და მას საკუთარ მეგობრებთან ცხვენოდა ტავისი მამის გამო. ამჯამად ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ არ ჰყავთ დედა და იზრდებიან ისეთ გარემოში, რომელიც მათ მიმართ მტრულად ვარის განწყობილი“,-წერია სოცმუშაკის დასკვნაში, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მანამდე უფროსი ბიჭი კიდევ ერთხელ წაიყვანეს ბავშვთა კლინიკაში ფსიქოლოგიური შემოწმების მიზნით,, სადაც შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რეკომენდებული იქნა ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიის კურსის გავლა და სტაბილურ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.
საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რეალობა დეიდის ოჯახის სასარგებლოდ შემოატრიალა და წინა პლანზე წამოსწია არა მამის, არამედ ტავად არასრულწლოვანთა ინტერესები.
„სასამართლოს აზრით, არაჯეროვნად წარმომადგენლობამ, ბიჭების შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მოსმენაში წარუმატებლობამ შეარყია არსებულ საქმეძში გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა, რაც კიდევ უფრო გამზაფრდა ბიჭების საუკეთესო ინტერესების არაადეკვატური და ცალმხრივი შეფასებით, სადაც მათიემოციური მდგომარეობა, უბრალოდ, იგნორირებული იქნა. სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლში განსაზღვრული ბიჭების უფლების-პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის დარღვევას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიჭებმა სტრესი და შფოთვა, რაც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომლებიც წარმართავდნენ მათ საქმეს. აქედან გამომდინარე სასამართლო მორალური ზიანის ანაზრაურებაზე მათთვის ერთობლივად განსაზღვრავს 10 ათას ევროს, ტანხა გადახდილი უნდა იქნეს ბავშვების დეიდისთვის და ეს ტანხა მან ბავშვებისთვის უნდა გამოიყენოს“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები