დარეჯან ლიპარტელიანი სოსო ორჯონიკიძეს და დავით ნარმანიას მიმართავს

საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” რედაქტორი და ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძემ გვიტირა ქართველებს დედა და ახლა, სოსო ორჯონიკიძე გვტირობს დედას!!!
ალოოო, ნარმანიას ბინაა???
იმიტომ რომ მოსკოვის ქალაქის ყოფილი მერის, ყოფილი მოადგილეა, იმიტომ რომ რუსეთში ბევრი ფული იშოვა და იმიტომ, რომ მიშას რეჟიმის დროს უსაზიზღრესი პროექტები დაამტკიცა და ყველასთვის ცნობილ “ფოთოლას” თავზე, მრავალსართულიან ორ კორპუსს, მეხუთე წელია აშენებს, სადაც არანაირად ამ უზარმაზარი კორპუსების აშენება არ შეიძლებოდა, მშენებლობა რომ ჯერ არ დამთავრებულა და ყველა მეორე კვირას, პოლიცია რომ კეტავს ხანგრძლივი დროით გზას და ის კლდე, რაზეც ეს სიმახინჯეებია აშენებული, დიდი ხანია, რომ ინგრევა და იშლება, ამაზე თუ უფიქრია ვინმეს და ჩვენ რა დავაშავეთ?! ხომ შეიძლება, ღმერთმა დაგვიფაროს და ისეთი ტრაგედია დატრიალდეს, რომ ე.წ. 13 ივნისი სანატრელი გაგვიხდეს??
დავით ნარმანია გაიღვიძეეე, თორემ მანდ თუ რამე მოხდა, იცოდე დამარხვითაც არავინ დაგმარხავს, ოღონდ მართლა… – შენ ისეთი დღე დაგადგება!… ჯერ კორპუსები არ დასრულებულა, ანუ არ დატვირთულა და როცა დაიტვირთება, მთელი დაწოლა კლდეზე რომ მოხდება, ნგრევა და უბედურება მერე ნახეთ თქვენ, უღმერთოებო!.. ხალხნო, ტიპი ჯერ დაუმთავრებელ ბინებს 1 კვ.მ. 3-4 ათას ევროდ ყიდის გადამთიელებზე, ჩვენს კისერზე ფულს შოულობს და ჩვენსავე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, თორემ არასდროს არ დამითვლია წესიერი ბიზნესმენის ფული და არც არასდროს ვაპირებ დათვლას….
ამ კორპუსების და მიწის ნაკვეთის მეპატრონე სოსო ორჯონიკიძეა, ვისთვისაც მთელი საპატრულო პოლიცია მართლაც რომ ირჯება და მას ემსახურება, უხეშად რომ ვთქვათ, მას და მის მშენებარე კორპუსებს, თან ჰყვება….როცა სოსო ორჯონიკიძე ფულის გამალებულ შოვნაშია ჩაფლული, მე რატომ უნდა ვიარო იმ კლდის ძირში აკანკალებულმა, ემანდ კლდიდან რამე არ ჩამოვარდეს და სიცოცხლე არ მომისწრაფოს-თქო?? გამცეს ამაზე პასუხი ვინმემ…
ასე ფიქრობს ის ათასობით ადამიანი, ვინც ამ გზაზე მოძრაობს და თუ გნებავთ გაბრძანდით ახლა, ვისაც ჩემი ნათქვამის სისწორეში ეჭვი გეპარებათ და ნახავთ, როგორ ცვივა კლდიდან ქვები და ათიოდე მუშა როგორ ცდილობს ამ პროცესის შეჩერებას და გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს…. ფრთხილად სოსო ბიძია, ჩვენს სიცოცხლეს ნუ ეთამაშები, თორემ ოხრად დაგრჩება ის მილიონებიც, რომელიც პუტინის კარზე იშოვე და ისიც რასაც ახლა საკუთარ სამშობლოში უწესო გზებით შოულობ… დამერწმუნე ასე იქნება…. მე მითქვამს სოსო ბიძია და აჰაა… ხომ გაგიგია, აღდგომა და ხვალეო!”-წერს ჟურნალისტი. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები