ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო(ფოტო)

ახალციხეში ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი და საბავშვო აქტივობები. პატარებისთვის გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ზღაპრის გმირების, ანიმატორებისა და თოვლის პაპის კოსტიუმირებული მსვლელობა, დრამერების შოუ. მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც შესაძლებელი იყო საახალწლო ტკბილეულის, ნაკეთობებისა და აქსესუარების შეძენა. ტერიტორიაზე განთავსებული იყო „Giffer“-ის მოწყობილობა და მსურველებს სრულიად უფასოდ შეეძლოთ ფოტოების გადაღება. ღონისძიების სტუმრებისთვის საინტერესო სიურპრიზი და ულამაზესი სანახაობა იყო საშობაო მეჯლისი. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი მესხური მრავალჟამიერისა და ფოიერვერკის ფონზე აინთო. ასევე, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მინდა ეს წელი სრულიად საქართველოსთვის და განსაკუთრებით ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის მშვიდობის, სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. მე მჯერა, რომ ერთად კიდევ უფრო ლამაზს, განვითარებულსა და წარმატებულს გავხდით ჩვენს მუნიციპალიტეტს“- განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.

საზეიმო საღამოს, ადგილობრივებთან, ქალაქის სტუმრებთან და მხარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები ანტონ ობოლაშვილი, ვიქტორ სანიკიძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი დაესწრნენ.

საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ესტრადის პოპულარული მომღერლები – ნატო გელაშვილი, ძმები ჭოხონელიძეები და ბენდი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები