რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 დეკემბერს, დიდი ქართველი ნოველისტის – რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის (ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებული) გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ადგილები ასე განაწილდა:

 სტანდარტული ნომინაცია:
 I პრემია –   ზურაბ კუტიბაშვილი („მეზღაპრე“)
 II პრემია – გოჩა სხილაძე („მშლატე“)
 III პრემია –  ლია მამულაშვილი („ლაფიანხევი“)

ნომინაცია „საბავშვო“:
გამარჯვებულია მარინა შავიშვილი („ჩემი მერცხლები“).

სტანდარტულ ნომინაციაში პრიზებით დაჯილდოვდნენ:
ანანო ნიაური („გარე კაცი“)
ლევან ლორია („თეთრი ნათება“)
„საბავშვო“ ნომინაციაში  –  მანანა კაკაჩია („დიდი გული“).

გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ პრიზები გადაეცათ:
ზურაბ გურჩიანს  („წყაროს ცრემლები“);
საბავშვო ნომინაციაში – ლეილა მეტრეველს („ბიბო“).

მწერალ, იტალიის პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორის, სოლომონ ნერგაძის პრემია (300 ლარი) ახალგაზრდებისთვის – წლეულს მეხუთედ გაიცა და გადაეცა  ნინო ჩხარტიშვილს („სევდისფერი ადამიანი“).

არმაზ ბეკარის – (მწერალი რეზო ჯორბენაძე)  პრიზი (500 ლარი) გადაეცა ქეთევან ფირუმაშვილს   („ორი ქალაქის გარეწარი“).
(რეზო ჯორბენაძე – რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ორგზის გამარჯვებული – გერმანიის მედიცინის დოქტორი, შტუტგარტის ცენტრალური კლინიკის უფროსი კარდიოლოგი).

წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა მწერლები:  სესილ ერაგია და ია შამუგია.
თანამედროვე ქართულ მწერლობაში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის – ნომინაციაში „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მწერალი“ – დაჯილდოვდა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ქველმოქმედი მწერალი  სოლომონ ნერგაძე.
ტრადიციისამებრ, პრიზები დააწესეს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ქველმოქმედმა ხელოვანებმა: ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნოს „ზილფი ჰენდმეიდის“ დამფუძნებელმა ფატი კახნიაშვილმა (წელს, მეექვსედ), ასევე მხატვრებმა – ალექსანდრე ციხელაშვილმა და ქეთევან ჯავახიძემ, პოეტმა და ხელოვანმა ქეთი დუღაშვილმა.
საქველმოქმედო წვლილისათვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ ხელოვანები: ფატი კახნიაშვილი და ქეთევან ჯავახიძე.
კონკურსის დამაარსებელია პოეტი, ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ შაიშმელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები