“როგორც კი გამოჩნდება ეკლესიაში ისეთი პიროვნება, რომელიც თავისი პიროვნული შეუთავსებლობის გამო ან თავისი სუბიექტური მიზეზებით უპირისპირდება ეკლესიას, მაშინვე ხდება ხოლმე მისი ავანსცენაზე გამოყვანა” – ქადაგიშვილი
“როგორც კი გამოჩნდება ეკლესიაში ისეთი პიროვნება, რომელიც თავისი პიროვნული შეუთავსებლობის გამო ან თავისი სუბიექტური მიზეზებით უპირისპირდება ეკლესიას, მაშინვე ხდება ხოლმე მისი ავანსცენაზე გამოყვანა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დოროთე ყურაშვილზე საუბრისას განუცხადა.
„როგორც კი გამოჩნდება ეკლესიაში ისეთი პიროვნება, რომელიც თავისი პიროვნული შეუთავსებლობის გამო ან თავისი სუბიექტური მიზეზებით უპირისპირდება ეკლესიას მაშინვე ხდება ხოლმე მისი ავანსცენაზე გამოყვანა, ერთგვარად მისი ბოლომდე გამოყენება იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ საზოგადოებას იმ კუთხით, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.
„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.