“იმ მძღოლებს, რომლებსაც ნასვამობის გამო შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა, ყოველგვარი მომართვის გარეშე, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის უფლება” – ალექსანდრე დარახველიძე
“იმ მძღოლებს, რომლებსაც ნასვამობის გამო შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა, ყოველგვარი მომართვის გარეშე, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის უფლება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ფართომასშტაბიან ამნისტიაზე საუბრისას განუცხადა.
„რაც შეეხება, ნარკოტიკების მოხმარებასა და ნარკოტიკულ დანაშაულს, აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ პირებს ვისაც აქვთ შეზღუდული მართვის უფლება, მათ უნდა მიმართონ მომსახურების სააგენტოს, წარუდგინონ კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა, რომ ისინი აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს და ამ შემთხვევაში მოხდება აღდგენა. ასევე, შეეხო ცვლილება იმ პირებსაც, ვინც გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლი, ასეთმა პირებმა უნდა მიმართონ პრობაციის სააგენტოში არსებულ მუდმივმოქმედ კომისიას და ის განიხილავს მათ საქმეებს“, – განმარტა დარახველიძემ.