ზუკა რურუა – კაია კალასზე: ჩვენ მიმართაც, უმრავლეს შემთხვევაში, ავრცელებს დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
“კაია კალასის განცხადება აჩვენებს, თუ როგორ მიდის სხვადასხვა მოძრაობისა თუ ჯგუფის პირდაპირი დისკრედიტაცია, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით და უნდა, იმ ქვეყანაში მართოს ხელისუფლება”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა აცხადებს.
“ამის ერთ-ერთი მთავარი ავტორია კაია კალასი, რომელიც, ასევე, ჩვენ მიმართაც, უმრავლეს შემთხვევაში, ავრცელებს დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამბობს რურუა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ კალია კალასს დაავალა, საჯაროდ ეღიარებინა, რომ მან სამი წლის წინ, ესტონეთის მინისტრობის დროს, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
მან სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა.