ნუნუშა ვასაძე: “ტვ პირველს” ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა – “კამიტის” თემას ტვ პირველი უყურებს როგორც პიარულ საშუალებას, როგორმე ხელისუფლება დააზიანოს ამ ტყუილის გავრცელებით – მიმოწერიდან ჩანს, რომ არჩევენ სტუმრებს, ვინც უფრო კარგად გაშლის დეზინფორმაციულ ნარატივებს

“ტვ პირველს” ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა. საინტერესო და სკანდალური ამ სქრინში ის არის, რომ “კამიტის” თემას ტვ პირველი უყურებს როგორც პიარულ საშუალებას, როგორმე ხელისუფლება დააზიანოს ამ ტყუილის გავრცელებით ,” – ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვასაძე აღნიშნავს, ერთ-ერთი ფიგურანტი, სავარაუდოდ რუსუდან დუმბაძეა, რომელიც აღიარებს, რომ სუს-ის ბრიფინგის შემდეგ “კამიტის” თემა “მკვდარია”.

“ტვ პირველს” ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა. სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი რუსუდან დუმბაძეა. საინტერესო და სკანდალური ამ სქრინში ის არის, რომ “კამიტის” თემას ტვ პირველი უყურებს როგორც პიარულ საშუალებას, როგორმე ხელისუფლება დააზიანოს ამ ტყუილის გავრცელებით. მიმოწერიდან კარგად ჩანს, რომ არჩევენ სტუმრებს, ვინც უფრო კარგად გაშლის დეზინფორმაციულ ნარატივებს.

ბოლოს დიაგნოზი – ტვ პირველის სახე, რუსუდან დუმბაძეც აღიარებს, რომ სუს-ის ბრიფინგის შემდეგ თემა “მკვდარია”. დანარჩენი დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს.”- წერს ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები