თამთა მეგრელიშვილი: ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს; TBC ბანკი ვალდებულია, გააკეთოს განმარტება, როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში

“როდესაც TBC ბანკს ჰყოფნის თავხედობა და საქმიან ურთიერთობას ამყარებს რადიკალ მოძალადესთან – ეს ნიშნავს პირდაპირ ყალბ პროტესტში მონაწილეობას და მის წახალისებას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი TBC ბანკის მიერ ოპოზიციის აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობის შესახებ წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში.

„როდესაც TBC ბანკს ჰყოფნის თავხედობა და საქმიან ურთიერთობას ამყარებს რადიკალ მოძალადესთან – ეს ნიშნავს პირდაპირ ყალბ პროტესტში მონაწილეობას და მის წახალისებას.

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში.

ცალსახად ვამბობ, რომ ეს არის ექსტრემიზმის და ექსტრემისტების წახალისება მსხვილი ბანკის მხრიდან და გარწმუნებთ, ეს ამბავი მარტივად არ ჩაივლის!“ – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები