ჯონ მირშაიმერი: საქართველო ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ აღმოჩნდეს ისეთ ურთიერთობაში ჩართული დასავლეთთან, რომელიც რუსების გადმოსახედიდან საფრთხედ იქნება აღქმული
“მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ რუსეთი ნატოსთან ომშია. სხვა სიტყვებით, ევროპა არის რუსეთთან ომში ჩაბმული”, – ამის შესახებ გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა ჯონ მირშაიმერმა ისაუბრა.
პროფესორის თქმით, ევროპა, მათ შორის, ევროპული მედია და ევროპული პოლიტიკური ელიტა, დაინტერესებულია რუსეთის პოზიციების დასუსტებით.
„დასავლეთს თავის წარმატებად მიაჩნია საქართველოში ვითარების არევა სახელმწიფო გადატრიალებით, ან საქართველოს ხელისუფლების იძულება, გაატაროს ანტირუსული პოლიტიკა. ზუსტად იმავე მოვლენებთან გვაქვს საქმე უკრაინაში, ევროპა იყენებს უკრაინას, როგორც ინსტრუმენტს, რათა რუსეთი სისხლისგან დაცალოს, რუსეთი რომ დაასუსტოს. მე ვიტყოდი, რომ საქართველო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ აღმოჩნდეს ისეთ ურთიერთობაში ჩართული დასავლეთთან, რომელიც რუსების გადმოსახედიდან საფრთხედ იქნება აღქმული. იმიტომ, რომ მერე უკვე რუსეთი იმოქმედებს საქართველოში არეულობის გამოსაწვევად. ეს კი საქართველოს არანაირად არ სჭირდება“, – აღნიშნა ჯონ მირშაიმერმა.