ნინო წილოსანი – ევროკავშირზე: მათ არ შეუძლიათ, მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია
“მან [კაია კალასი] თქვა, რომ თუ ისეთი დიდი და ძლიერი ხარ, როგორც აშშ, შეგიძლია ისაუბრო პრობლემებზე, მაგრამ თუ საქართველო ხარ, მაშინ თურმე, არ გქონია უფლება, რასაც ხედავ ევროკავშირის შემთხვევაში, ამ ხარვეზებზე ისაუბრო”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ეს არის ზუსტად თავი და თავი იმ პრობლემის, რომელიც ბრიუსელის თავს ხდება, მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია.
ამ ტურბულენტობაში ვიქნებით ალბათ, ვიდრე უკრაინის ომი არ დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ ლოგიკურია გავიგოთ იგივე ბრალდებები და იგივე არასერიოზული კრიტიკა, რომელიც აქამდე ისმოდა. ეს ყველა განცხადება მიემართება მათი ადგილობრივი აგენტურის მხარდასაჭერად. ეს აგენტურა წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი შვილობილი პარტიების სახით, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც წლები აფინანსეს და საკმაოდ გააძლიერეს“, – განაცხადა წილოსანმა.