ქადაგიშვილი – გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტზე: საქმე გვაქვს კონკრეტულად იმასთან, თუ როგორ მანიპულირებენ იმისდა მიხედვით, თუ რა აწყობთ

“საქმე გვაქვს კონკრეტულად იმასთან, თუ როგორ მანიპულირებენ იმისდა მიხედვით, თუ რა აწყობთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს და გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტს ეხმაურება.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ასეთი მიდგომით ევროკავშირის იდეა უფასურდება.

„ამიტომაც ვამბობთ, რომ ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთი მიდგომებით, ასეთი დამოკიდებულებით, თვითონ ევროკავშირის იდეას აუფასურებს“, – ამბობს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები