აშშ და უკრაინა მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებს პროდუქტიულად აფასებენ

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაიამიში „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გაიმართა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ შეინიშნება.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ევროპელ მოკავშირეებთან სამდღიანი შეხვედრების შემდეგ, უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელთან, რუსტემ უმეროვთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება 20-პუნქტიანი გეგმის, „მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს“, „უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს“ და „ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის“ შესახებ პოზიციების შეჯერებაზე გამახვილდა.

ამასთან, მაიამიში აშშ-სა და რუსეთის ელჩს, კირილ დმიტრიევს შორის ცალკეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა“, – განაცხადეს უიტკოფმა და უმეროვმა.

ამასთან, უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩ დმიტრიევთან შეხვედრები ასევე „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ იყო და რომ „რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის კვლავ სრულად ერთგული რჩება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები