ანკარაში, საქართველოს საელჩოში, ქართულ-ესტონური ერთობლივი პროექტით შექმნილი მხატვრული ფილმი „მანდარინები” უჩვენეს
ანკარაში, საქართველოს საელჩოში, ქართულ-ესტონური ერთობლივი პროექტით შექმნილი მხატვრული ფილმი „მანდარინები” უჩვენეს.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ფილმის დაწყებამდე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა აღნიშნული ფილმის მიერ მოპოვებული აღიარების შესახებ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებზე.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.