“ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, სამწუხაროდ, არიან ან არაკომპეტენტურები, ან ასრულებენ კონკრეტული ძალების დაკვეთას ისე, რომ კითხვებსაც არ სვამენ” – მაჭავარიანი
“ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, სამწუხაროდ, არიან ან არაკომპეტენტურები, ან რისი უფრო დიდი ალბათობაც არის, ასრულებენ კონკრეტული ძალების, ვისაც ჩვენ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობას ვეძახით, დაკვეთას ისე, რომ კითხვებსაც არ სვამენ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
„ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ არავინ განიხილავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ბატონი ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, რადგან 2023 წელს იგი ჰპირდებოდა უკრაინას, რომ დაიწყებოდა გაწევრიანების პროცესი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.