ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია

“ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ფიდიას პანაიოტოუმ.

მან X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას იხსენებს და მას მიმართავს, რომ საკუთარი მოვალეობა შეასრულოს.ეცხ

მისი თქმით, დიპლომატია მხოლოდ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას არ ნიშნავს — ის ასევე გულისხმობს მტრებთან დიალოგს, საერთო ენისა და გამოსავლის მოსაძებნად.

„ის ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატია. ადამიანი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის ხიდების აგებაზე. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მან შემდეგი რამ განაცხადა: „შესაძლოა, ამის საჯაროდ თქმა არ შემიძლია, მაგრამ მოვახერხე ზოგიერთი ქვეყნის დარწმუნება, რომ უარი ეთქვათ პუტინთან შეხვედრებზე“. ქალბატონო კაია კალას, სერიოზულად ამბობთ ამას? ნამდვილად გჯერათ, რომ თქვენი დიპლომატიური საქმეა სხვების დარწმუნება, რომ არ ჩაერთონ დიპლომატიურ საქმიანობაში რუსეთთან? ეს ხუმრობაა? როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, თქვენ ზუსტად საპირისპირო უნდა გააკეთოთ.

მე მესმის, რომ პუტინი აგრესორია და უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ სწორედ ამის გამო უნდა ესაუბროთ მას. დიპლომატია მხოლოდ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას არ ნიშნავს — ის ასევე გულისხმობს მტრებთან დიალოგს, საერთო ენისა და გამოსავლის მოსაძებნად.

ქალბატონო კაია კალას, ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინის ომის დასასრულებლად. რადგან მაშინ, როდესაც თქვენ ომის გაგრძელებას ხელს უწყობთ, აფინანსებთ და უარს ამბობთ რუსებთან საუბარზე მშვიდობის მისაღწევად, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ისინი ბრძოლის ველზე გამარჯვებას აგრძელებენ ასიათასობით უკრაინელისა და რუსის სიცოცხლის ფასად. გთხოვთ, კაია კალას, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები