მიხეილ ყაველაშვილი – სერბეთის პრეზიდენტთან ვიზიტზე: ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში

“ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტთან ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით.

“პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები.

ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.

გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის,”- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები