“იმ ადამიანთა მიმართ, ვინც უკანონო ქმედებას არასრულწლოვანის გამოყენებით ჩაიდენს, სახელმწიფოს პასუხი უკომპრომისო იქნება” – იონათამიშვილი
“იმ ადამიანთა მიმართ, ვინც უკანონო ქმედებას არასრულწლოვანის გამოყენებით ჩაიდენს, სახელმწიფოს პასუხი უკომპრომისო იქნება”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იმ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაამტკიცა.
„ხშირ შემთხვევაში ეს [არასრულწლოვანთა ჩადენილი დანაშაული] არის წაქეზებული დამნაშავეების, კრიმინალების მხრიდან, რომლებიც თვითონ იმალებიან ბუჩქებში და საკუთარი შავბნელი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ახდენენ არასრულწლოვანთა კრიმინალიზაციას. ამ მხრივ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და ნებისმიერი, ვინც შეეცდება, რომ საკუთარი დანაშაულებრივი მიზნებისთვის ინსტრუმენტად არასრულწლოვანი გამოიყენოს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად შემოგვაქვს ეს მუხლი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.