“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე” – მეტეოროლოგი
“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ასტრონომიულად: 21-22 დეკემბერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზე აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს ცაზე – ეს არის წლის ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე.
მიუხედავად იმისა, რომ დღის საათები რამდენიმე დღეში გაიზრდება, ეს მოვლენა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზამთრის დასაწყისს აღნიშნავს. როგორც პოპულარული გამონათქვამი ამბობს: „მზე ზაფხულისთვის, ზამთარი ყინვისთვის”.
მზებუდობა ხშირად აღიქმება როგორც გარდატეხის მომენტი – ,,სიბნელის მაქსიმუმის შემდეგ, იწყება სინათლის ზრდა”.
უამრავ ქვეყანაში ეს დღე დღესასწაულია…
გისურვებთ, რომ ზამთრის სუსხში იპოვოთ შინაგანი სითბო და სიყვარული”, – წერს მეტეოროლოგი.