“ევროკომისიის მიზანი არის არა ფაქტების დადგენა და მათი ობიექტური შეფასება, არამედ ამ დოკუმენტის პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენება“ – მახაშვილი

„მოსახლეობამ კარგად იცის, რა მდგომარეობაა ამ ქვეყნებში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს და გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტს ეხმაურება.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ ანგარიში მიკერძოებულია.

„მოსახლეობამ კარგად იცის, რა მდგომარეობაა ამ ქვეყნებში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, მაგრამ არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები ამ მიმართულებით, რაც კარგად აჩვენებს ამ დოკუმენტის მიკერძოებულობას. ევროკომისიის მიზანი არის არა ფაქტების დადგენა და მათი ობიექტური შეფასება, არამედ ამ დოკუმენტის პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენება“, – აცხადებს მახაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები