თორნიკე ფაღავა: დიდი ხანია ვსაუბრობდით იმაზე, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით იმაზე, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ
საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სრულ თანხვედრაშია აშშ-სთან.
,,მდიდარი „ენჯეოები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები კარგავენ გავლენასა და კომფორტის ზონას. ცდილობენ, რომ შეფუთონ დემოკრატიის უკუსვლად, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს არის საერთაშორისო ტენდენცია და ამაზე უკვე საუბრობენ როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები, ასევე ევროპელი ლიდერები. აქაც, კიდევ ერთხელ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, რის გამოც ძალიან მოხარულები ვართ“, – აცხადებს ფაღავა.