გიორგი უძილაური: საოცარი მედია გვყავს

„ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საოცარი მედია გვყავს. პირდაპირი ეთერი არ გავაკეთეთ რათა ბეჭდურ მედიას და ინტერნეტ გამოცემებს ჰქონოდათ საშუალება პირველებს მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ექსკლუზიური ინფორმაციები და არ დარჩენილიყვნენ ტვ-ს ჩრდილში. პრესკონფერენციის ჩანაწერი გავაკეთეთ და ვფიქრობთ ამის გაშვებას მოგვიანებით, მაგრამ მე ის მაკვირცებს რომ სააგენტოები თავად ითხოვენ ვიდეოჩანაწერი გავრცელდესო. 2 ვარიანტია, ან ბეჭდური მედია და სააგენტოები გადაეჩვია ნიუსების კეთებას ტელევიზიის გარეშე, ან უბრალოდ სურვილია ტელეეთერში გამოჩენის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრესკონფერენცია ეთერში არ გადაიცა სწორედ ბეჭდური და ინტერნეტ მედიისთვის რათა მათ შეძლებოდათ საკუთარი ნიუსების გაშვება, თორემ პრესკონფერენცია იმდენად საინტერესო იყო, მოხარული ვიქნებოდით კვლავ პირდაპირი ეთერი ყოფილიყო.
სხვათაშორის, შევამჩნიე რომ ბევრი ჟურნალისტი კითხვას სვამდა მაგრამ პასუხებს არ იწერდა. ეტყობა იმის იმედით რომ მერე გადაახვევდა ვიდეოს და ისე გააკეთებდა ნიუსს”, – წერს უძილაური სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები