ზაზა გაბედავა: თემურ ხაჩიშვილო – პუტჩისტო!

„თემურ ხაჩიშვილო – პუტჩისტო!“ – ამ სიტყვებით მიმართავს „იბერიულ-კავკასიური“ მოძრაობის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა გაბედავა საქართველოს შს ყოფილ მინისტრს თემურ ხაჩიშვილს, რომელიც ციხეების სკანდალური კადრების ავტორთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად პარტიას ქმნის.
„საქართველოს დამაქცევარო, პირველ რიგში, პასუხი უნდა აგო სამხედრო გადატრიალების მოწყობაზე, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობაზე და ფიზიკურად განადგურებაზე, ზუგდიდის გადაწვაზე, საქართველოს პუტჩისტი გვარმოპარული პოლიტიკოსები აღარ გამოადგება“, – წერს ზაზა გაბედავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ხაჩიშვილი და ვლადიმერ ბედუკაძე პოლიტიკურ პარტიას – „ცენტრისტებს“ ქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები