“შესაძლოა რაღაცეებს სათანადოდ ვერც გავართვი თავი, თუმცა მაქვს უნარი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო”

უკვე მალე წავალ თბილისიდან და მომავალი კვირიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას, – ამის შესახებ ჟურნალისტი სალომე ასათიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს კიდევ ერთხელ ეხმაურება და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს.
სალომე ასათიანის შეფასებით, ის, რომ საზოგადოებრივ არხზე ცენზურის მცდელობის გარეშე გავიდა კრიტიკული ინტერვიუ ივანიშვილთან, ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურასთან, ეს თვისებრივი ცვლილებაა დადებითისკენ.
„უკვე მალე წავალ თბილისიდან და მომავალი კვირიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ვიცი, რომ შესაძლოა რაღაცეებს სათანადოდ ვერც გავართვი თავი, თუმცა მაქვს უნარი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო. ციტატებს მაინც ნამდვილად ცალკე ფურცელზე ჩამოვწერ ხოლმე აწი :)) საერთო ჯამში ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ყველაზე მთავარი დასკვნა, რომელიც გამოვიტანე, არის ის, რომ სიტყვის თავისუფლება მართლა უზენაესი ამბავია. ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ასე ცხადად, რეალურად, არასოდეს დამინახავს. რა პრობლემებიც უნდა გვქონდეს პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში, რამდენი სირთულეც უნდა იყოს წინ, ფაქტია – ის, რომ დღეს საზოგადოებრივ არხზე ცენზურის მცდელობის გარეშე გავიდა კრიტიკული ინტერვიუ ივანიშვილთან, ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურასთან, ეს თვისებრივი ცვლილებაა დადებითისკენ. და დიახ, ბევრჯერ გავიმეორებ — რამდენიმე წლის წინ პირადად მე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი“,-წერს სალომე ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები