15 მაისს „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ გაიმართება

მაისში მსოფლიო სიცილის დღეს აღნიშნავს. გასულ წელს ჟურნალისტების ინიციატივით ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა.
სიცილის დღე 3 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული, საკარნავალო მსვლელობით აღინიშნა. კარნავალი ამჯერად 15 მაისს, კვლავ რუსთაველის გამზირზე გაიმართება. სიცილის კარნავალზე იხილავთ – ჯამბაზებს, ზღაპრის გმირებს, მუსიკოსებსა (6 -კაციანი ბენდი) და საკარნავალოდ გამოწყობილ ხალხს. ასევე „სიცილის ავტობუსებს“, პოზიტივებით, რომლებიც სიცილის სანაცვლოდ ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან მგზავრებს.
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის სიცილის მსოფლიო ლიდერი – მაგნო შავდია, რომელიც ხალხის განწყობაზე იზრუნებს. კარნავალს შეუერთდნენ სხვადასხვა სკოლები, უნივერსიტეტები, ცნობილი შოუმენები…
თეატრალური უნივერსიტეტის ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები დღესასწაულს გაალამაზებენ სხვადასხვა საკარნავალო წარმოდგენით. ამ დღეს ფულს სიცილი ჩაანაცვლებს ადამიანებს გახალისებასთან ერთად საშუალება ექნებათ, სიცილით შეიძინონ ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, საკარნავალო აქსესუარები, ბავშვებმა – სათამაშოები. რუსთაველის გამზირზე მოეწყობა „სიცილის მინი ბაზრობა“, სადაც სიცილზე „გაიყიდება“ მხარდამჭერი კომპანიების მიერ მოწოდებული პოდუქცია. გასულ წელს ამ აქცია-დღესასწაულმა ბევრი გაახარა. წელს გვინდა, რომ ამ სიხარულის გამზიარებელი უფრო მეტი ადამიანი იყოს და „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ სახალხო ზეიმად ვაქციოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები