მარიამ ჭაჭიას ფილმი – “მოუსმინე სიჩუმეს” ლასალის კინოფესტივალში მონაწილეობდა

მარიამ ჭაჭიას სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – “მოუსმინე სიჩუმეს” ლასალის საერთაშორისო კინოფესტივალში DOC-Cévennes მონაწილეობდა.
“მოუსმინე სიჩუმეს” არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს. თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე „ბიტების“ შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს. ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ ფილმს “მოუსმინე სიჩუმეს”, მხატვრულის გარდა, საგანმანათლებლო მიმართულებაც აქვს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოსტპროდუქციის ეტაპზეა, რეჟისორთან შეთანხმებით გადაწყდა ფესტივალზე ფილმის 2 ეპიზოდის ჩვენება, რის შემდეგაც შშმ ბავშვთა ინტეგრაციის პრობლემების განხილვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები