ქუთაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გალა-კონცერტი გაიმართება
20 მაისს, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი conceptart-ი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანოს – ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის – ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარადგენს.
გალა – კონცერტზე შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური საორკესტრო ვერსიებით. პროექტის მხარდამჭერია – სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003.“
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სალაროში და ვებგვერდზე: www.biletebi.ge.
“Cross Over the World”-ის პრემიერა 2014 წელს ნიუ – იორკში გაიმართა.
https://biletebi.ge/startup.aspx