თბილისში სოფი ლორენი ჩამოდის

 

ფონდ „ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას, ოპერისა და ბალეტის თეატრში, მსოფლიო კინოს ლეგენდა, მსახიობი სოფი ლორენი საპატიო სტუმრის სტატუსით შეუერთდება. ამის შესახებ მსოფლიო საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანი ნინო სურგულაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

სურგულაძის განცხადებით, სოფი ლორენმა სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი, დადგეს „ნატვრის ხის“ გვერდით, ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ნინო სურგულაძის ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა და 2 მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი-კონცერტი გამართა, საიდანაც შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები