ხვალ თუმანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლის – „მრისხანების“ პრემიერა გაიმართება

ხვალ თუმანიშვილის თეატრში, 8 საათზე, ახალი სპექტაკლის „მრისხანების“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გერმანიაში მოღვაწე მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია.
როგორც „კვირას“ თუმანიშვილის თეატრიდან აცნობეს, აღნიშნული სპექტაკლი ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლში 4 ქართველი და 4 გერმანელი მსახიობი მონაწილეობს. მისი გერმანული პრემიერა ქალაქ ფრაიბურგში ერთი წლის წინ შედგა. ქართული პრემიერა კი 8 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები