დღეს „სიტყვის მუზეუმი“ გაიხსნება

დღეს, 19:00 საათზე, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
პროექტში 20-მდე მხატვარი მონაწილეობს: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, გურამ წიბახაშვილი, თემო ჯავახიშვილი, კარლო კაჭარავა, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, გიო სუმბაძე, არჩილ თურმანიძე, მაქსიმე მაჩაიძე, ზურა ჯიშკარიანი, ანდრეა დოლიძე, ჯგუფი “ბულიონი”.
გამოფენა ქართველი მხატვრების ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრების დროებითი „მუზეუმია“, რომელიც ქართული თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობის მხატვრებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენაზე ნაჩვენებია როგორც გასული საუკუნის 90-ანი წლების, ასევე ბოლო 10 წლის მანძილზე და სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის კურატორები არიან: მაგდა გურული, მარიამ ნატროშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები