ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე“ დღეს გაიხსნება (პროგრამა)

5 მაისიდან 9 ივნისამდე გასტანს 2016 წლის ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის გახსნაზე, 5 მაისს, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, უნიკალური ხელოვანის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა. ფესტივალის დასკვნითი საღამო ჩატარდება ბათუმში, 9 ივნისს – ამაღლების დღესასწაულზე.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. ფესტივალი უკვე მე-11 წელია ქვეყნის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული და ყოველწლიურად საინტერესო საფესტივალო პროგრამით გამოირჩევა.
6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენილი იქნება ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“ (საკონცერტო შესრულება), რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალების 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს. პროექტის ავტორია მსოფლიოში აღიარებული სოპრანო იანო-თამარ ალიბეგაშვილი, რომელიც 11 წლის წინ, პირველი ფესტივალის საპატიო მონაწილე გახლდათ.
ამჯერად, ის თბილისს უცხოელ კოლეგებთან ერთად ეწვევა.
ჯ. ვერდის „დონ კარლოსი“ საკონცერტო ვერსიით პირველად სრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
სპეციალურად ამ კონცერტისათვის პირველად საქართველოს დედაქალაქს სტუმრად ეწვევა ცნობილი ესპანელი დირიჟორი ხოსე ლუის გომესი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ოპერის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი.
ჯუზე პევერდის „დონ კარლოსის“ საკონცერტო ვერსია ქართველ მელომანებს ნამდვილ ვარსკვლავთცვენას ჰპირდება: ჯაკომო პრესტია, (იტალია); ჯუზეპე ჯიპალი (ალბანეთი); ანდრეა ბორინგი (იტალია); იანო ალიბეგაშვილი; ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი გოდერძიშვილი.
კონცერტის ორგანიზატორია „აკაკი რამიშვილის ფონდი-ტრადიცია და ინოვაცია“ და თბილისის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი.
8 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზი ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს, რომელიც კომპოზიტორის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე – ბარიტონი, მსოფლიოს ცნობილი საოპერო სცენების გამორჩეული ვარსკვლავი; არჩილ ხარაძე – ალტი (საქართველო/საფრანგეთი);
თბილისის სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
20 მაისს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი ცნობილ პერკუსიონისტს და მარიმბას დიდოსტატს, დირიჟორს -„ადამიან ორკესტრს“ – ხენ ციმბალისტას უმასპინძლებს (ისრაელი).
ხენ ციმბალისტა საქართველოში მეორედ იმყოფება, შარშან ფესტივალის ფარგლებში მან კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე დაუვიწყარ კონცერტთან ერთად მასტერკლასები ჩაატარა მომავალი დრამერებისათვის. კონცერტი წელს ისრაელის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.

22 მაისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი
ქართული საგუნდო მუსიკის საღამო; შესრულდება ქართველ კომპოზიტორთა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები.
ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს;
მონაწილეობენ: გორის ქალთა გუნდი; ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი“; ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“ და თბილისის გოგონათა გუნდი.

1 ივნისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 საფორტეპიანო მუსიკის საღამო –  სერგეი ბაბაიანი – ფორტეპიანო (აშშ);
იგი ფესტივალის საპატიო მონაწილეა და უნიკალური პროექტით – ი.ს. ბახი „კარგად ტემპერირებული კლავირი“ (24 პრელუდია და ფუგა, I ტომი) წარდგება მსმენელის წინაშე.

5 ივნისი – დიდი საკონცერტო დარბაზი

მონაწილეობენ: ალექსანდრე კორსანტია
ევ. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი;
დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი;
პროგრამა: პროკოფიევი, კონცერტი #3 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის დო მაჟორი, op. 26;
ეძღვნება კომპოზიტორის დაბადების 125 წლისთავს;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს ნაწარმოებები.

რეგიონები:

19 მაისი – დედოფლისწყარო, კულტურის ცენტრი
კონცერტი ეძღვნება ქართული სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის,
ალექსანდრე ალადაშვილის დაბადების 140 წელს.
ედიშერ სავიცკი – ფორტეპიანო (საქართველო/აშშ)
თბილისის კონსერვატორიის სტუდენთა სიმებიანი კვარტეტი.
ხელმძღვანელი- პროფ. ნოდარ ჟვანია.
24 მაისი – მესტია, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
თბილისის სიმებიანი კვარტეტი „იბერი“
9 ივნისი – ბათუმი, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი
მონაწილეობენ: ალექსანდრე კორსანტია
ბათუმის სახ. მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი
ბათუმის სახ. მუსიკალური ცენტრის კაპელა
დირიჟორი – დავით მუქერია.
პროგრამა: პროკოფიევი, კონცერტი #3 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
ეძღვნება კომპოზიტორის დაბადების 125 წლისთავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები