ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი დღეს პირველ გამოფენას უმასპინძლებს

ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი ორგანიზებას 4 საიუბილო გამოფენას გაუწევს.
დღეს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი პირველ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა. გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის 50-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა გამოიფინება მომდევნო ექსპოზიციაზე, რომელიც 22 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე მოეწყობა. მესამე გამოფენაზე, რომელიც 1 ნოემბერიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება, ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება. მეოთხე გამოფენა, რომელიც 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი, დამთვალიერებელს დიდი ქართველი მხატვრის – ლადო გუდიაშვილის ბოლო პერიოდის ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები