10 მაისს “A’STUDIO“ ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება

ჯგუფი „A’STUDIO“ ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. კონცერტი 10 მაისს, 20:00 საათზე კომპანია „კონსპირასის“ ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 80 ლარიდან 150 ლარამდეა. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი და ძველი ჰიტებით წარდგება.
შეგახსენებთ, რომ „A’STUDIO“ ლეგენდარული კოლექტივია, რომელიც უკვე 1982 წლიდან მოღვაწეობს. „A’STUDIO“ გამოირჩევა თავისი სტილით, მუსიკალური გემოვნებით და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით. ჯგუფი „A’STUDIO“-ს წევრები არიან: ჯგუფის დამფუძნებლები: ბაიგალი სერკებაევი (პროდიუსერი, კომპოზიტორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები) და ვლადიმერ მიკლოშიჩი (ბას-გიტარა), ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია (ვოკალი), ფიოდორ დოსუმოვი (გიტარა), ევგენი დოლსკი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები