ოთარ ქათამაძისა და პაატა ციკოლიას ,,პიესების” პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, მუსიკისა და დრამის თეატრში ოთარ ქათამაძისა და პაატა ციკოლიას ,,პიესების” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის ავტორები თეატრში მოღვაწეობენ: ოთარ ქათამაძე ბათუმის თეატრის მსახიობია, პაატა ციკოლია კი -დრამის რეჟისორი. ორივე პიესა, პაატა ციკოლიას რეჟისურით, წარმატებით დაიდგა ქართულ სცენაზე: ,,კალიგულა” – ფოთის თეატრში, ,,მარივოს სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი” კი – ბათუმის თეატრში.
პიესები ერთსა და იმავე თემას – ადამიანებს შორის ურთიერთობის უპერსპექტივობის, იმედგაცრუებისა და ანგარიშსწორების ტრაგიკულ ამბავს – ეძღვნებოდა. ეს ტექსტები უშუალოდ რეპეტიციების პროცესშია შექმნილი და საგანგებოდ სცენის სპეციფიკაზეა მორგებული, მაგრამ დრამატურგიულ გამართულობასთან ერთად, იმდენად მაღალმხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებია, რომ მკითხველზეც უდიდეს ემოციურ ზემოქმედებას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები