„დაგვიანებული სიყვარულის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში

6, 7 და 18 მაისს 18.00 თბილისის ალ. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე – სპექტაკლ „დაგვიანებული სიყვარულის“ პრემიერა შედგება. ორმოქმედებიანი მელოდრამა ა.ოსტროვსკის პიესის მიხედვით დაიდგა. დამდგმელი რეჟისორი – ნუგზარ ლორთქიფანიძე; დამდგმელი მხატვარი – ჯეირან ფაჩუაშვილი ;მასიკალური გაფორმება – გიორგი კაკუბერი.
სპექტაკლში გამოყენებულია ანტონ დელვიგის, აფანასი ფეტის, ნიკოლაი ნეკრასოვის, იულია ჟადოვსკაიას, ალექსეი რაზორიონოვის, ვიაჩესლავ ივანოვის ლექსები.
„მე ვეცადე, – ამბობს რეჟოსორი, – რომ სპექტაკლი გამოსულიყო გრაფიკული და სადა, მაგრამ, ამავდროულად – ამაღლებული და რომანტიკული. დაგვიანებულია სიყვარული თუ ნაადრევი, რა მნიშვნელობა აქვს? მოსიყვარულე ადამიანები ყოველთვის ახალგაზრდები არიან. ხოლო ოსტროვსკისთან სიყვარული დაგვიანებულია არა იმიტომ, რომ ხანში შესულ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, არამედ იმიტომ, რომ გმირები გვიან მიხვდნენ ამას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები