ფესტივალი – “აღდგომიდან ამაღლებამდე“ 5 მაისს გაიხსნება

დღეს, თბილისის ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში, XI საერთაშორისო ფესტივალის – “აღდგომიდან ამაღლებამდე“ ორგანიზატორები პრესკონფერესციას გამართავენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამას და იმ სიახლეებს გააცნობენ, რომლითაც წლევანდელი საფესტივალო პროგრამა გამოირჩევა.
ფესტივალი 5 მაისს, თბილისის ისტორიის მუზეუმ ”ქარვასლაში“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, უნიკალური ხელოვანის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა. ფესტივალის დასკვნითი საღამო 9 ივნისს – ამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში ჩატარდება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. ”ფესტივალი უკვე მე-11 წელია ქვეყნის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული და წელსაც საინტერესო საფესტივალო პროგრამით გამოირჩევა”, – განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები