“ანას ცხოვრება” ვალენსიისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალებში მიიღებს მონაწილეობას

ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ანას ცხოვრება” საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს. ამჯერად ფილმი კიდევ ორ საერთაშორისო კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
“ანას ცხოვრება” ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალის CINEMA JOVE და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის GOLDEN APRICOT საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც ფილმის ესპანური პრემირა შედგება, 17-24 ივნისს გაიმართება, ხოლო ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი 10-17 ივლისს ჩატარდება. “ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთის გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები