კინოფესტივალმა CINÉDOC-TBILISI ევროკავშირის პროგრამის – CREATIVE EUROPE დაფინანსება მოიპოვა
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია საქართველოდან, რომელმაც ევროკავშირის პროგრამის Creative Europe ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. შესული 108 განაცხადიდან, CinéDOC-Tbilisi დაფინანსდა ისეთ დიდ ფესტივალებთან ერთად, როგორიცაა: Dok Leipzig, Sarajevo Film Festival, Oberhausen, La Rochelle, Doc Lisboa, Jihlava Documentary Film Festival და ა.შ.
შერჩევის წერილში ნათქვამია: „ეს არის ძალიან ღირებული ფესტივალი, რომელსაც უძღვება პროფესიონალური გუნდი. ღონისძიებას აქვს ძლიერი წარმომადგენლობითი წლიური პროგრამა დედაქალაქსა და რეგიონებში. ფესტივალი არის ევროპული საფესტივალო ცხოვრების დეცენტრალიზების არაჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც ევროპულ კულტურულ ნამუშევრებს სძენს ახალ პუბლიკას.” ეროვნული კინოცენტრი უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად კინოფესტივალის – CinéDOC-Tbilisi პარტნიორია.