პირველად საქართველოში — The Prodigy და კრის ბრაუნი სამთავრობო პროგრამით გამართავენ კონცერტებს

Check in Georgia საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკალური ვარსკვლავების ჩამოყვანას განაგრძობს. ელექტრონული მუსიკის ბრიტანული ვარსკვლავური ჯგუფი The Prodigy და პოპულარული ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი, Black Sea Jazz Festival 2016-ის ფარგლებში პირველად გამართავენ კონცერტებს საქართველოში. წელს Black Sea Jazz Festival-ი ბათუმში 15 ივლისს დაიწყება, 14 ივლისამდე გასტანს და ორასამდე უცხოელ და ქართველ შემსრულებელს მოუყრის თავს.
საიუბილეო, მეათე ფესტივალზე ისეთი მსოფლიო სახელის მქონე შემსრულებლები გამოვლენ, როგორიც არიან: სოულის ამერიკელი შემსრულებელი მეისი გრეი, ლეგენდარული ჯაზმუსიკოსი ქვინსი ჯონსი, ამერიკელი ლორინ ჰილი, ამერიკული მუსიკალური ბენდი „მაილს ელექთრიქ ბენდი“ და მრავალი სხვა. საფესტივალო კონცერტები ბათუმის ტენისის კლუბის სცენასა და სხვა სივრცეებში გაიმართება. ფასიანი კონცერტების გარდა, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები უფასოდ შეძლებენ დაესწრონ „ბრას ბენდისა“ და ქართული ჯაზბენდების კონცერტებს ბათუმის ბულვარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები