ანესის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართველი ანიმატორი გაემგზავრება

უკვე ცნობილია იმ 2 ქართველი ანიმატორის ვინაობა, ვინც საკუთარ პროექტებს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს. კინოფესტივალის წარმომადგენლებმა საუკეთესოდ ტატო კოტეტიშვილის “ძაღლი დღეები” (Dog Days) და სანდრო ქათამაშვილის “ყვავი” (Crow) შეარჩიეს.
ეროვნულმა კინოცენტრმა წელს უკვე მეორედ გამოაცხადა, ანესის და ნიქოზის კინოფესტივალებთან ერთად, კონკურსი პროექტის განვითარებაზე.
შარშანდელთან შედარებით, წელს პროექტების გაორმაგებული რაოდენობა შევიდა (სულ 17 პროექტი). გამარჯვებული 6 პროექტი თავად MIFA-მ (ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობა) ანიმაციური ფილმების ფრანგ პროდუსერებთან ერთად შეარჩია.
თბილისში გამარჯვებულ ავტორებთან სამუშაოდ ფრანგი პროდიუსერი ოლივიერ კატერინი ჩამოვიდა, რომელმაც სამუშაო ჯგუფთან 5- დღიანი ვორკშოპი ჩაატარა. ვორკშოპის ბოლო დღეს მონაწილეებმა საკუთარი ანიმაციური პროექტები წარადგინეს. გამარჯვებული 6 პროექტიდან კინოფესტივალის წარმომადგენლებს 1 საუკეთესო უნდა შეერჩიათ, მაგრამ მათ გამონაკლისი დაუშვეს და ანესის ფესტივალზე გამგზავრების შესაძლებლობა 2 ქართველ ანიმატორს მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები