ბათუმში 15-24 ივლისს შავი ზღვის X ჯაზფესტივალი გაიმართება

15-24 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე შავი ზღვის რიგით X ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ჯაზფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა ”თი-ბი-სი” გალერეაში, რომელსაც ”თი-ბი-სი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე უძღვებოდნენ.
კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალი პროექტის Check in Georgia -ს ფარგლებში ტარდება.
2016 წლის ჯაზფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown.
ფესტივალის ფარგლებში, კლუბში Take Five შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends – ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.
ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ, უფასოდ დაესწრონ BRASS BAND-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
ჯაზფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან ჯაზბენდები კონცერტებს გამართავენ.
ფესტივალის წარმდგენია ”თი-ბი-სი ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურება ”თი-ბი-სი სტატუსი”, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის კულტურის სამინისტრო. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions). ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11 მაისიდან ონლაინ ვებგვერდზე tkt.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები