ქართული ფილმი “მზადება” ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზეა წარდგენილი

გიორგი წილოსანის ფილმი “მზადება” ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. იგი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. ფილმის პროდიუსერები არიან: ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე.
გიორგი წილოსანის ფილმის პრემიერა თბილისში, კინოთეატრ “ამირანში” 2015 წლის 1 ივლისს შედგა. მას შემდეგ ფილმმა საფესტივალო ცხოვრება დაიწყო და პრიზებიც მოიპოვა (მთავარი პრიზი ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის სპეციალური პრიზი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე – BIAFF). ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-9 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები