Gem-fest-ის VIP გემი VIP პერსონებისთვის

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem-fest-ის VIP სტუმრებს პირველად, ანაკლიაში საფესტივალო დღეების განმავლობაში, 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება. გემ-სცენა ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთან, ასევე შუა ზღვაში იმოძრავებს და, ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის სანაპირო ზოლსაც მიუახლოვდება. 3 -სართულიანი გემ-სცენა,რომელიც ანაკლიის სანაპირო ზოლს პირველად მიადგება,Gem-fest-ის ორგანიზატორებს თურქეთიდან შემოჰყავთ. გემის მათავრ სცენაზე მოწვეული არტისტები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ. სამივე სართულზე იქნება განთავსებული საცეკვაო მოედნები, ბარები და სხვა ინფრასრტუქტურა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურსა და შთამბეჭდავს გახდის.
გემ-სცენის Line-up უახლოეს დღეებში გახმაურდება,თუმცა ცნობილია,რომ გემ-სცენის ბილეთების 57% უკვე რალიზებულია. ასე რომ, Gem-fest-ის გემზე მოხვედრის მსურველებმა უნდა იჩქარონ!
13120503_1285275341501071_519639161_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები