ეროვნული კინოცენტრის ახალი დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი გახდა

ეროვნულ კინოცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. 26 აპრილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ზურაბ მაღალაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა წარადგინა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს, ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება ამა წლის 25 მარტს ამოეწურა.
ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა საქართველოს კინოაკადემიის მიერ განისაზღვრა. კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში, სამინისტროში შემოვიდა სულ 13 საკონკურსო განაცხადი. შედგა როგორც გასაუბრება, ასევე 4 სამუშაო შეხვედრა. ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი გამოვლინდა: მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კინოცენტრის განვითარების სამწლიანი გეგმისა და გასაუბრების საფუძველზე გამარჯვებული ზურაბ მაღალაშვილი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები