შავი ზღვის ჯაზფესტივალის მონაწილეთა ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, ”თი-ბი-სი გალერეაში” პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე ცნობილი გახდება იმ შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც კონცერტებს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გამართავენ. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ”თი-ბი-სი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და ”ისთერნ პრომოუშენსის” დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები