XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგიმიდან ამაღლებამდე“ იწყება

3 მაისს, 12 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის ცისფერ დარბაზში გაიმართება საერთაშორისო ფესტივალის – “აღდგომიდან ამაღლებამდე“ პრესკონფერესცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ფესტივალის პროგრამა.
6 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით დედაქალაქისა და რეგიონების საკონცერტო დარბაზები ისევ უმასპინძლებენ კლასიკური მუსიკისა და აკადემიური ხელოვნების XI საერთაშორისო ფესტივალს – „აღდგომიდან ამაღლებამდე“.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალი უკვე 10 წელია ქვეყნის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული და წელსაც საინტერესო საფესივალო კონცერტებით გამოირჩევა.
6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება ჯ. ვერდი – „დონ კარლოსი“ , რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალების 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს. პროექტის ავტორი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული სოპრანო იანო-თამარ ალიბეგაშვილი, როელიც 10 წლის წინ ასევე ფესტივალის საპატიო მონაწილე გახლდათ. ამჯერად ის თბილისს უცხოელ კოლეგებთან ერთად ეწვევა.
ჯ. ვერდის „დონ კარლოსი “ მსგავსი ვერსიით პირველად სრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. სპეციალურად ამ კონცერტისათვის პირველად საქართველოს დედაქალაქს სტუმრად ეწვევა ცნობილი ესპანელი დირიჟორი ხოსე ლუის გომესი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ოპერის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი (ქორმეისტერები: ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე) ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსის“ საკონცერტო ორიგინალური ვერისია ქართველ მელომანებს ნამდვილ ვარსკვლავთცვენას ჰპირდება.
ჯაკომო პრესტია, (იტალია) ჯუზეპე ჯიპალი,(ალბანეთი) ანდრეა ბორინგი, (იტალია) რამაზ ჩიკვილაძე, იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, გიორგი გოდერძიძვილი.
კონცერტის ორგანიზატორია აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია “ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
8 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზი ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოს უმასპინძლებს, რომელიც კომპოზიტორის დაბადების 80 წლისთავს ეძღვნება მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე – ბარიტონი არჩილ ხარაძე – ალტი (საქართველო/საფრანგეთი) თბილისის სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 20 მაისს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი ცნობილ პერკუციონისტს – „ადამიან ორკესტრს“ ხენ ციმბალისტას უმასპინძლებს (ისრაელი).
ხენ ციმბალისტა საქართველოში მეორედ იმყოფება, შარშან ფესტივალის ფარგლებში მან კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე დაუვიწყარ კონცერტთან ერთად მასტერკლასები ჩაატარა მომავალი დრამერებისათვის.
კონცერტი წელსაც ისრაელის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება 22 მაისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი ქართული საგუნდო მუსიკის საღამო ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს.
მონაწილეობენ: გორის ქალთა გუნდი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი“ ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“ თბილისის გოგონათა გუნდი 1 ივნისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი საფორტეპიანო მუსიკის საღამო სერგეი ბაბაიანი – ფორტეპიანო (აშშ) პროგრამა – ი.ს. ბახი „კარგად ტემპერირებული კლავირი“, 24 პრელუდია და ფუგა;
5 ივნისი – თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მონაწილეობენ: ალექსანდრე კორსანტია ევ. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი პროგრამა: პროკოფიევი, კონცერტი #3 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის დო მაჟორი, op. 26 ეძღვნება კომპოზიტორის დაბადების 125 წლისთავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს ნაწარმოებები 5-12 მაისი – თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ საქართველოს სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა.
რ ე გ ი ო ნ ე ბ ი: 19 მაისი – დედოფლისწყარო, კულტურის ცენტრი კონცერტი ეძღვნება ქართული სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ალადაშვილის დაბადების 140 წელს ედიშერ სავიცკი – ფორტეპიანო (საქართველო/აშშ) თბილისის კონსერვატორიის სტუდენთა სიმებიანი კვარტეტი ხელმძღვანელი – პროფ. ნოდარ ჟვანია;
24 მაისი – მესტია , სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისის სიმებიანი კვარტეტი „იბერი“;
9 ივნისი – ბათუმი, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი მონაწილეობენ: ალექსანდრე კორსანტია ბათუმის სახ. მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ბათუმის სახ. მუსიკალური ცენტრის კაპელა დირიჟორი – დავით მუქერია;
პროგრამა: პროკოფიევი, კონცერტი #3 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის ეძღვნება კომპოზიტორის დაბადების 125 წლისთავს; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები