გრემის მფლობელი ესტონეთის ეროვნული მამაკაცთა გუნდი კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს

27 აპრილს 20:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გრემის მფლობელი ესტონეთის ეროვნული მამაკაცთა გუნდი კონცერტს გამართავს. დირიჟორი: მიკ ულეოია; სოლისტი: აარე ტამესალუ (ჩელო). კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
ესტონეთის ეროვნული მამაკაცთა გუნდი (RAM) საგუნდო მუსიკის კორიფემ გუსტავ ერნესაქსმა 1944 წელს დააარსა. გუნდი თანამშრომლობს ცნობილ ხმისჩამწერ ფირმებთან, როგორიცაა «Deutsche Grammophon», «Sony», «Finlandia», «Alba Records», «GB Records» и «Virgin Classics».
პირველად ესტონეთის ისტორიაში, 2004 წელს გუნდმა მიიღო ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ჯილდო „გრემი“ საგუნდო მუსიკის კატეგორიაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში გუნდმა 3 ალბომი ჩაწერა, ხოლო უკანასკნელი – «In paradisum» ესტონური მუსიკალური პრემიის (EMA) მფლობელი გახდა. გუნდის რეპერტუარი, ძირითადად, დიდი ფორმის ნაწარმოებებისგან შედგება და მოიცავს პერიოდს რენესანსის ეპოქიდან 21-ე საუკუნის ჩათვლით. სპეციალურად მათთვის ნაწარმოებები შექმნილი აქვთ შოსტაკოვიჩს, თაქთაქიშვილს, ბრაიერსსა და ბონატოს. დღემდე გუნდს ესტონეთში და მის ფარგლებს გარეთ 6 300-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.
13077242_1284315148263757_2066628026_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები